თბილისის მერმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, დიდუბის რაიონში N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაათვალიერა
თბილისის მერმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, დიდუბის რაიონში N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი რამდენიმე წლის წინ, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ახალი შენობის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. ახალი ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 450-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.
