ნიღბის აკრძალვის, ასევე პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით უყრის კენჭს
საპროტესტო აქციაზე ნიღბის აკრძალვის, ასევე პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით უყრის კენჭს. პიროტექნიკის ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია - ნებართვა-ლიცენზიის გარეშე, 5 ათას ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება. პიროტექნიკის უკანონო გამოყენება, „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონის შესაბამისად, 5 000 ლარიან ჯარიმას ან 15-დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. 2 000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება ლაზერის ან ნიღბის გამოყენების შემთხვევაში, კანონის ეს ნაწილი არ გავრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
