„ვირტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუშკო ივანოვიჩის დებიუტი წარმატებული გამოდგა
„ვირტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუშკო ივანოვიჩის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ევროლიგის მე-15 ტურში ივანოვიჩის მომზადებულმა ბოლონიელებმა მისი ყოფილი გუნდი „ბასკონია“ 82-ით 81 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც მატჩი 16 ქულით, 10 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით დაამთავრა. მომდევნო შეხვედრას „ვირტუსი“ 15 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატში „ტრიესტესთან“ გამართავს.
