ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია. ბაჰრეინში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე 26 წლის სპორტსმენმა ატაცის დისციპლინაში 177 კილოგრამი დაძლია და საუკეთესო შედეგი აჩვენა. აკვრაში კი მან 210 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 387 კილოგრამით ვერცხლის პრიზიორი გახდა.
