პოლონეთი უკრაინაში ომის შემდგომ სამშვიდობო მისიის გაგზავნას არ აპირებს
პოლონეთი უკრაინაში ომის შემდგომ სამშვიდობო მისიის გაგზავნას არ აპირებს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონეთი და საფრანგეთი ომის შემდგომ უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის საკითხს განიხილავენ.
