ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას „ჰაიმარსის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო და დრონების საწინააღმდეგო იარაღს. ბლინკენის განცხადებით, დახმარება სამხედრო რეზერვებიდან გამოიყოფა.
