ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ბრილიანტები
ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ბრილიანტები. 2008 წლის 12 აგვისტო - დღე, როდესაც ქვეყანაში ქართული ჯარი ოკუპანტს უთანასწორო ბრძოლაში ეომებოდა, ქართველი სამხედროები გმირულად იღუპებოდნენ და ნადგურდებოდა ქართული სოფლები. სწორედ ამ დროს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბრილიანტების კოლექციას აგროვებდა. ასევე, 4-ი და 19 სექტემბერი - ეს ის თარიღებია, როდესაც კეზერაშვილი ძვირფას ქვებს ყიდულობდა. ჩხრეკის შედეგად, მოპოვებულია მილიონობით დოლარის ღირებულების ძვირფასი ნივთების სერტიფიკატები, რომლებიც ძვირფასი ქვების შემსწავლელმა ამერიკის უნივერსიტეტმა გასცა. კეზერაშვილი ამ დრომდე დუმს.
