შეკრებები და ახალი რეგულაციები
პიროტექნიკის რეგულაცია, აქციაზე ნიღბის აკრძალვა გამონაკლისების დაშვებით, ვანდალიზმი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტი მოიცავს ჯარიმებს დასახლებულ პუნქტში ტრანსპორტით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებისთვის შენობათა ფასადებზე ან ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. ჯარიმას ექვემდებარება წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე
