საფრანგეთის პრეზიდენტი ვარშავაში ვიზიტით იმყოფება
საფრანგეთის პრეზიდენტი ვარშავაში ვიზიტით იმყოფება. ემანუელ მაკრონი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ლიდერებს შორის საუბრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომია. POLITICO წერს, რომ ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტუსკმა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინაში დასავლეთის ჯარების სამშვიდობოებად გაგზავნის საკითხიც უნდა განიხილონ
