პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამაზრზენ ტყუილს უწოდებს მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს კლინიკაში
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამაზრზენ ტყუილს უწოდებს მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს კლინიკაში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა. ღარიბაშვილის განცხადებით, ის განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც შეაჯამა. ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან „რუსთავი 2“-მა ჩაწერა
