ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, საუბარია საპროტესტო შეკრებებზე ნიღბის აკრძალვის შესახებ, ასევე პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციებზე. პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზება ნებართვა - ლიცენზიის გარეშე ხუთი ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას დაექვემდებარება. პიროტექნიკის უკანონო გამოყენება „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონის შესაბამისად ასევე ხუთი ათას ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15-დღემდე ვადით , თუ დამრღვევი ორგანიზატორია ჯარიმა 15 ათასამდე იზრდება. 2 000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება ლაზერის ან მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენებაზე, 2000 ლარით დაჯარიმდება პირი აქციაზე ნიღბის გამოყენების შემთხვევაში, კანონის ეს ნაწილი არ გავრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებს
