სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვა - ასე აფასებს მმართველი გუნდი გიორგი ვაშაძის განცხადებას
სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვა - ასე აფასებს მმართველი გუნდი გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ახალგაზრდები ოჯახის წევრებთან და მშობლებთან დაპირისპირებასაც არ უნდა მოერიდონ. რადიკალურ ოპოზიციას ახალი მესიჯბოქსი აქვს. ქრონიკის ინფორმაციით, ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ მათი მთავარი ამოცანა ხალხის გაბრაზებაა, რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები კი საზოგადოებამდე სამოქალაქო დაპირისპირების სახელით უნდა მიიტანონ