ოთარ კიტეიშვილმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა
ოთარ კიტეიშვილმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა. ჯგუფური ფაზის მეექვსე ტურში „შტურმი“ სტუმრად საფრანგეთის „ლილთან“ 2-3 დამარცხდა. დამარცხებული გუნდის რიგებში კი ერთი ბურთი 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა.
