ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატოში ოფიციალური მიწვევა უკრაინის მთელ ტერიტორიას უნდა შეეხოს
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატოში ოფიციალური მიწვევა უკრაინის მთელ ტერიტორიას უნდა შეეხოს. უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ სხვაგვარად მისი ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი დაირღვევა. სიბიენ ნიუსთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის რეალურად დასრულების გზა, ალიანსში უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მიწვევაა, ხოლო ნატოს მოქმედების არეალი თავდაპირველად კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შეიძლება გავრცელდეს, შემდეგ კი, ეტაპობრივად გაფართოვდეს.
