დონალდ ტრამპმა სი ძინ პინი, ინაუგურაციის ცერემონიაზე დაპატიჟა
დონალდ ტრამპმა სი ძინ პინი, ინაუგურაციის ცერემონიაზე დაპატიჟა. ამის შესახებ „სი-ბი-ეს ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ჩინეთის ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტისგან 20 იანვრის ინაუგურაციაზე მიწვევა ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო,. შტატებში ჩინეთის საელჩო ამ ცნობასთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარს არ აკეთებს. „სი-ბი-ესის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას შესაძლოა სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრონ. მათ შორისაა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინაუგურაციას როგორც წესი უცხო ქვეყნების დიპლომატები ესწრებიან, თუმცა მედიის ცნობით, სხვა ქვეყნის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემის ცერემონიას არასდროს დასწრებია.
