ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამაც 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონებამაც 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას სააგენტო “ბლუმბერგი” აქვეყნებს. მისი შემოსავლების ზრდას ხელი შეუწყო “სპეის იქსის” აქციების გაყიდვამ, რამაც მასკის კაპიტალი 50 მილიარდი დოლარით გაზარდა. ილონ მასკის ქონება საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ 77%-ით გაიზარდა.
