კრისტოფერ რეის გადადგომა დიდი დღეა ამერიკისთვის, რადგანაც ამით დასრულდება „უსამართლობის დეპარტამენტის“ იარაღად გამოყენება
კრისტოფერ რეის გადადგომა დიდი დღეა ამერიკისთვის, რადგანაც ამით დასრულდება „უსამართლობის დეპარტამენტის“ იარაღად გამოყენება. ასე აფასებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის ტრამპის ინაუგურაციამდე გადადგება. „ჩვენ აღვადგენთ კანონის უზენაესობას ყველა ამერიკელისთვის. კრისტოფერ რეის ხელმძღვანელობით, „ეფბიაი“ უკანონოდ შემოვიდა ჩემს სახლში, გულმოდგინედ მუშაობდა ჩემს უკანონო იმპიჩმენტსა და ბრალის წაყენებაზე და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამერიკის წარმატებისა და მომავლისთვის“, - აცხადებს ტრამპი.
