ტრავმირებული ქართველი ლეგიონერები
საქართველოს ნაკრების 2 ლიდერი ტრავმირებულია: ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილისთვის 2024 წლის სეზონი დასრულდა. კვარამ მუხლის ტრავმა „ლაციოსთან“ შეხვედრაში მიიღო, ხოლო მამარდაშვილმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი „რაიო ვალეკანოსთან“ დაიზიანა. ერთა ლიგის პლეი-ოფში, სადაც საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება, შესაძლოა ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ დაბრუნდეს.
