სისხლის სამართლის დანაშაული
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობა - ბათუმში მომხდარ ფაქტზე ხუთ ადამიანს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3-მ დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად ორ ადამიანს სცემეს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ერთ-ერთი ბრალდებულის პატიმრობის გამო კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღშფოთებას არ მალავს. ის მუსიკოსია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ახლო წარსულში მასზე, ანალოგიური ქმედების გამო, კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე არსებობდა, რომლის მიხედვითაც ის უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და დაზარალებულს მძიმე დაზიანება მიაყენა.
