თურქეთი იმედოვნებს, რომ სირიაში არასტაბილურობა მალე დასრულდება
თურქეთი იმედოვნებს, რომ სირიაში არასტაბილურობა მალე დასრულდება. განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, სირიაში 13 წლიანი ქაოსი ისეთი კონსენსუსით უნდა დასრულდეს, რომელიც სირიელი ხალხის ლეგიტიმურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ერდოღანის თქმით, ოფიციალური ანკარა მეზობელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და თურქეთის უსაფრთხოებისთვის ზიანის თავიდან ასარიდებლად აუცილებელ ზომებს იღებს.
