ირანის სასულიერო ლიდერი აცხადებს, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის უკან ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დგანან
ირანის სასულიერო ლიდერი აცხადებს, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის უკან ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დგანან. აიათოლა ალი ჰამენეის განცხადებით, სირიელი ამბოხებულების გამარჯვება ირანს ვერ დაასუსტებს. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ერთად სირიელი ამბოხებულების გამარჯვებას რეგიონში სხვა ქვეყნებიც უწყობდნენ ხელს, თუმცა ჰამენეის კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.
