უკრაინაში ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის შესავსებად სამხედრო მობილიზაცია გრძელდება
უკრაინაში ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის შესავსებად სამხედრო მობილიზაცია გრძელდება. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ, ვინც სამხედრო სამსახურში გაწვევაზე არ გამოცხადდებიან, ფულადი ჯარიმების გადახდა მოუწევთ, სადამსჯელო ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა კი სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება. კერძოდ, გაწვევის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, უკრაინის სამხედრო დაკომპლექტების ტერიტორიულ ცენტრში ზედიზედ სამჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოქალაქეს სამიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
