დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტია
დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტია. ფრანგული გამოცემა „პარი მაჩთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ „კიევსა და მოსკოვს შორის არსებული პრობლემის გადაჭრაზე“ ესაუბრა ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტისას. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინა და რუსეთი უმძიმეს დანაკარგს განიცდიან და გამოსავლის გამონახვის დროა.