მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკის გამო მიიღო. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. 2022 წლის შემოდგომიდან რუსულმა გაზპრომმა მოლდოვისთვის გაზის დღიური მიწოდება 5,7 მილიონი კუბური მეტრით შეზღუდა, რაც ზამთარში მოლდოვას მოხმარების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერების შემთხვევაში, გაზპრომი მზად არის მოლდოვას გაზი ალტერნატიული გზით მიაწოდოს, თუმცა რუსული კომპანია მოლდოვისგან ისტორიული ვალის დაფარვას ითხოვს.
