გიორგი გახარია ოპოზიციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე საუბრობს
გიორგი გახარია ოპოზიციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს უნდა იყოს ეკონომიკური იზოლაცია, თუმცა მანამდე გიორგი გახარიამ გეგმის პირველ ფაზაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციამ გეგმა სისრულეში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოიყვანოს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარია ეკონომიკურ საკითხებზე საუბრით თავის გამართლებას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის.
