გერმანიის კანცლერი პრეზიდენტ ფრანგ ვოლტერ შტაინმაიერს ბუნდესტაგის დათხოვნის თხოვნით მიმართავს
გერმანიის კანცლერი პრეზიდენტ ფრანგ ვოლტერ შტაინმაიერს ბუნდესტაგის დათხოვნის თხოვნით მიმართავს. გამოცემა ბლუმბერგის ცნობით, ოლაფ შოლცი ორშაბათს პარლამენტის ქვედა პალატაში შეიტანს პეტიციას ნდობის ვოტუმის ჩატარების შესახებ, უნდობლობის გამოცხადების შემდეგ კი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. კენჭისყრა 2025 წლის თებერვლის მეორე ნახევარში იგეგმება. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც გასულ თვეში, საბიუჯეტო დავის გამო, ფინანსთა მინისტრი დაითხოვა და ბუნდესტაგში უმრავლესობა დაკარგა.
