ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ დესტრუქციაში პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა
ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ დესტრუქციაში პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე კვირაში დაგეგმილი არეულობის სცენარის გასაჯაროებით პრევენციული ღონისძიება გაატარა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისა და მათი მოკავშირეების მოსალოდნელი დანაშაულებრივი გეგმა გაასაჯაროვა. სუსის ცნობით, მიზანი პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა და სახელისუფლებო კრიზისის გამოწვევაა.
