ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუნძულ გუამზე ბალისტიკური რაკეტის განეიტრალების ტესტირება წარმატებით ჩაატარა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუნძულ გუამზე ბალისტიკური რაკეტის განეიტრალების ტესტირება წარმატებით ჩაატარა. როგორც პენტაგონში განმარტავენ, ცდის დროს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის განეიტრალება მოხერხდა. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, წარმატებული ტესტი კუნძულის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.