„პრეზიდენტი, რომლისთვისაც ხმა არავის მიუცია“- ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
„პრეზიდენტი, რომლისთვისაც ხმა არავის მიუცია“- ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. ფიდიას პანაიოტუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დანიშვნის წესს აკრიტიკებს. ევროპარლამენტარი, რომელიც სოციალურ ქსელებში განსხვავებული ფორმატის ვიდეო-ბლოგებით გამოირჩევა, განმარტავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტი გავლენიანია, თუმცა მას არა ხალხი, არამედ 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები დახურულ კარს მიღმა ირჩევენ, რაც, მისი აზრით, არადემოკრატიულია.
