ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ სირიელი ამბოხებულები სწორი ტერმინოლოგიით საუბრობენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ სირიელი ამბოხებულები სწორი ტერმინოლოგიით საუბრობენ. როგორც დიპლომატიური უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, ვაშინგტონი ორგანიზაცია ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამს მისი ქმედებებიდან გამომდინარე შეაფასებს. როგორც ცნობილია სირიელ ამბოხებულებს ტერორისტულ დაჯგუფება ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ კავშირი. სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ქვეყნების კოლეგებთან ინტენსიურ სატელეფონო საუბრებს მართავს.
