თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქუჩაზე, 43-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქუჩაზე, 43-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. საბავშვო ბაღი 400 აღსაზრდელს მოემსახურება. მშენებლობის დასრულებამდე ბაღის აღსაზრდელები დროებით სხვა ბაღში გადაიყვანეს. პროექტი მომავალი წლისთვის დასრულდება. თბილისის მერის თქმით, გასულ წლებში 15 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდა, მათ ადგილას კი ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.
