პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ ადამიანს.
