ბუდაპეშტში მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალურ ვიზიტს მისი უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში ეხმაურება
ბუდაპეშტში მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალურ ვიზიტს მისი უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის წერს, რომ ვიზიტი იმ დროს შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყნებს, უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე, უწევთ ბრძოლა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. პიტერ სიიარტოს იმ განცხადებაზე, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის სანქციებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ - უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული ბოლო რეზოლუციაც.
