ღირებულებების დასაბრუნებლად
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად, კონგრესმენი ბრაიან მასტი შეარჩიეს. მის კანდიდატურას მხარი რესპუბლიკელების მმართველმა კომიტეტმა დაუჭირა. ბრაიან მასტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ქმედებებისა და ვაშინგტონის მიერ მილიონობით დოლარის უცხო ქვეყნებში ხარჯვის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. ფლორიდელი კანონმდებელი ასევე ეწინააღმდეგება ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობას და საპირფარეშოების გენდერული იდენტობის მიხედვით გამოყენებას.
სიუჟეტის ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
