ოპოზიციის მავნებლობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, რადიკალურ ოპოზიციას ბრიუსელში გაგზავნილი წერილების გამო აკრიტიკებს. კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართა და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება, ასევე ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.
