შეტევა „ტელეიმედზე“
სალომე ზურაბიშვილი თავს სტაბილურობის გარანტად წარმოაჩენს. ამ არგუმენტით კი, ვადის ამოწურვასთან შეუგუებლობას ხსნის. თუმცა ორბელიანების სასახლის დღევანდელი წვეულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესის დეესკალაციის ნაცვლად, პრეზიდენტი კონკრეტულ მხარეს დგას და ამ მხრიდან ხედავს ყველაფერს, მათ შორის მედიის როლსაც, ადამიანის უფლებებსაც და სოლიდარობასაც. ყველას შრომა უნდა დაფასდეს და ყველას მიმართ ძალადობა დასაგმობია, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამ სტანდარტიდან საკმაოდ შორს დგას. „ტელეიმედი“ თვეებია განსაკუთრებული აგრესიის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის პირობებში მუშაობს, თუმცა ქალბატონი პრეზიდენტი არც ერთხელ არ შეწუხებულა. მათ შორის არც მაშინ, როდესაც ჩვენი კოლეგები აგრესიული ჯგუფების იერიშს, პირდაპირ ეთერში მარტოები იგერიებდნენ და ამის მაგალითია მეგი ნარსავიძე.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები