ისრაელის პრემიერ-მინისტრი თელ-ავივის სასამართლოში გამოცხადდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თელ-ავივის სასამართლოში გამოცხადდა. ის კორუფციის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც წლებია გრძელდება, ჩვენებას პირველად აძლევს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსამართლეებს განუცხადა, რომ 8 წელი ელოდა ამ მომენტს რომ საკუთარი სიმართლე ეთქვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბრალი თაღლითობისა და ქრთამის აღების გამო აქვს წაყენებული.
