გერმანია და საფრანგეთი მზად არიან სირიელ ამბოხებულებთან გარკვეული პირობების გათვალისწინებით იმუშაონ
გერმანია და საფრანგეთი მზად არიან სირიელ ამბოხებულებთან გარკვეული პირობების გათვალისწინებით იმუშაონ. როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ამ საკითხზე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა სირიაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვის საფუძველზე შედგება.
