რუსეთი უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევამდე ომის დასრულებას არ აპირებს
რუსეთი უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევამდე ომის დასრულებას არ აპირებს. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა მიზანს როგორც სამხედრო ასევე მოლაპარაკებების გზითაც მიაღწიოს. ვლადიმერ პუტინი უკრაინისგან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას და ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებას ითხოვს. კიევი კრემლის პირობებს კატეგორიულად არ ეთანხმება. ის დასავლელი პარტნიორებისგან სამართლიან მშვიდობასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
