პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 8 ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს და კენჭი უყარეს
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 8 ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს და კენჭი უყარეს. საქართველოს პარლამენტს რვა ახალი წევრი შეემატა. ლევან მაჭავარიანმა, დავით გორდულაძემ, სალომე ჯინჯოლავამ , თორნიკე ბერეკაშვილმა, თორნიკე ჭეიშვილმა, პაატა სალიამ, გიორგი გუგუჩიამ და ირაკლი ჭეიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლეს.