მიმდინარე კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს კანონპროექტზე, რომლითაც აქციებზე ნიღბით სახის დაფარვა აიკრძალება
მიმდინარე კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს კანონპროექტზე, რომლითაც აქციებზე ნიღბით სახის დაფარვა აიკრძალება. კანონი ძალაში წლის ბოლომდე შევა. მსგავსი კანონი ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქართული კანონი ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება, თუმცა უფრო მსუბუქი იქნება. ინიციატივას აკრიტიკებს ოპოზიცია.
