საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების ინიციირება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის სრულყოფის მიზნით ხდება. ოპოზიცია კანონში შესატან ცვლილებებს საჯარო მოხელეებზე ზეწოლის მექანიზმად განიხილავს. მათ ამ შეფასებას უსაფუძვლოს უწოდებს მმართველი გუნდი და განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის დახვეწაა.
