ფინანსთა მინისტრმა პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო
2025 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა. მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 32 მილიარდ 4 მილიონი ლარი იქნება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა, 8 მილიარდზე მეტი მომავალ წელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიემართება. ასევე 200 მლნ ლარით გაიზრდება განათლების უწყების დაფინანსება. მომავალი წლისთვის ბიუჯეტი ეზრდებათ თავდაცვის, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც. მისი თქმით 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა.
