ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ კონგრესში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად კონგრესმენი ბრაიან მასტი შეარჩიეს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ კონგრესში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად კონგრესმენი ბრაიან მასტი შეარჩიეს. მის კანდიდატურას მხარი რესპუბლიკელების მმართველმა კომიტეტმა დაუჭირა. საგარეო საქმეთა კომიტეტის პოსტზე მისი თავმჯდომარედ დანიშვნის რატიფიცირება ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება. ბრაიან მასტი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, იგი მთავრობისგან მეტ ანგარიშვალდებულებას ითხოვს როდესაც საქმე უცხო ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას ეხება. კონგრესმენ მასტს მკაფიო შეხედულებები აქვს ტრანსგენდერულ იდეოლოგიაზეც. იგი მხოლოდ ორ ბიოლოგიურ სქესს ქალსა და მამაკაცს აღიარებს.
