საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. ამერიკული მოდელით დაკომპლექტებული 300-კაციანი კოლეგია პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციიდან გასვლას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა მათივე თქმით სურვილის მიუხედავად, ზურაბიშვილს თანამდებობიდან წასვლა მაინც მოუწევს.
