სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას. სუსის ინფორმაციით ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.
