ისრაელმა ასადის დამხობის შემდეგ სირიაში 300-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა
ისრაელმა ასადის დამხობის შემდეგ სირიაში 300-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. როგორც "ბიბისი" იუწყება, ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების სამიზნე იყო ავიაბაზები, იარაღის საცავები და საწარმო ობიექტები. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო ბაშარ ალ ასადის სამხედრო ბაზებიც. საჰაერო ოპერაციის დროს ასევე რადიკალური დაჯგუფებების ათობით მებრძოლისა ლიკვიდაცია მოხერხდა. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, საჰაერო დარტყმები სირიის სხვადასხვა პროვინციებში, მათ შორის ლატაკიასა და დამასკოში განხორციელდა, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული.
