ვენეციაში გამართულ კარატის ახალგაზრდული ლიგის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ილია გაბრავამ - 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვენეციაში გამართულ კარატის ახალგაზრდული ლიგის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ილია გაბრავამ - 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირზე ჯამში 96 სპორტსმენი ასპარეზობდა. ილიამ, ბელგიელ, ხორვატ, პოლონელ, უკრაინელ და იტალიელ სპორტსმენებს სძლია, ფინალური ორთაბრძოლა კი კოსოვოს წარმომადგენელთან მინიმალური სხვაობით დათმო. ილია გაბრავა ვენეციაში,საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ეგიდით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
