სამხრეთ კორეის პროკურატურამ, შესაძლოა პრეზიდენტს შეთქმულების მუხლით ბრალი წაუყენოს
სამხრეთ კორეის პროკურატურამ, შესაძლოა პრეზიდენტს შეთქმულების მუხლით ბრალი წაუყენოს. ინფორმაციას სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის თანახმად, გამოძიების ამ ვერსიით, პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მიზნად ისახავდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და კონსტიტუციური წესრიგის დამხობას. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გასული კვირის დასაწყისში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან მიზეზად კონსტიტუციური წესრიგისა და ჩრდილოეთ კორეის ძალების საფრთხისგან დაცვა დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის კი შეტაკება მოხდა.
