"ფაინენშელ თაიმსი" წერს, რომ უკრაინის ფრონტზე რუსული არმიის სწრაფი წინსვლა უკრაინის თავდაცვითი ზოლების არასათანადოდ გამაგრებამ გამოიწვია
"ფაინენშელ თაიმსი" წერს, რომ უკრაინის ფრონტზე რუსული არმიის სწრაფი წინსვლა უკრაინის თავდაცვითი ზოლების არასათანადოდ გამაგრებამ გამოიწვია. გამოცემის ცნობით, რამდენიმე მიმართულებით თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა ჯერ დასრულებულიც არ არის. გამოცემა წერს, რომ დნეპრო პეტროვსკის ოლქში ზოგიერთ ადგილას სამმაგი დაცვის ზოლის ნაცვლად, მხოლოდ პირველი შემაკავებელი ზონაა მოწყობილი. ამასთან ოლქმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაში 7 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა, თუმცა საქმე თანხებისა და მუშახელის ნაკლებობის გამო ვერ დაასრულა.
